ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბუნებრივი აირის მიწოდება 5000 აბონენტს შეუწყდა – აღდგენის დრო

ბუნებრივი აირის მიწოდება 5000 აბონენტს შეუწყდა – აღდგენის დრო

ბუნებრივი აირის მიწოდება 5000 აბონენტს შეუწყდა – აღდგენის დრო
გასულ ღამით, ვარიანში გაზსადენ მილს მანქანა შეეჯახა, რის გამოც გაზმომარაგების გარეშე 14 სოფლის 5000 აბონენტი დარჩა. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში წერს.
მათივე ცნობით, “სოკარ ჯორჯია გაზი” აღდგენით სამუშაოებს იწყებს.
“გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 თებერვალს, ღამით, სოფელ ვარიანში, ავტომანქანა შეეჯახა გაზსადენ მილს. ავარიის შედეგად, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა 14 სოფელს, 5000 აბონენტს.
“სოკარ ჯორჯია გაზი” იწყებს აღდგენით სამუშაოებს და სავარაუდოდ (თუ არ იქნა ხელშემშლელი რაიმე პირობა) დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგება”,- აღნიშნავენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.