პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში 20 ათასზე მეტ აბონენტს წყალი 24 საათზე მეტია არ მიეწოდება

ბათუმში 20 ათასზე მეტ აბონენტს წყალი 24 საათზე მეტია არ მიეწოდება

ბათუმის მერიის სამსახურის ცნობით დაზიანებული მილების შეკეთება დასრულდა და წყალმომარაგება ქალაქს დღის 12 საათამდე აღუდგება.

ბათუმის მერიაში 22 თებერვალს აცხადებდნენ, რომ წყალმომარაგება გასული ღამის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგებოდა აბონენტებს.

ქალაქის უბნების ნაწილში წყლის მიწოდება შეუწყდა მამია ვარშანიძის ქუჩაზე, N35-ში წყალმომარაგების ორი მილის ავარიულად დაზიანების გამო.
წყლის მიწოდება ქალაქის ნაწილს 22 თებერვალს, დილის 07:00 საათიდან შეუწყდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.