კიევში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

კიევში, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული ცხრასართულიანი შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ რვა დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, რითაც თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსპიკერის, სვეტლანა ვოდოლაგას ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანთან კონტაქტზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კითხვაზე, კიდევ რამდენ ადამიანს ეძებენ ნანგრევების ქვეშ, მან უპასუხა: „ეს მონაცემები არ გვაქვს. ქალაქის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გარკვეული რაოდენობის ადამიანებთან კონტაქტზე გასვლა ვერ ხერხდება. ვიცით, რომ 35 ბინა დანგრეულია. სამუშაოები გრძელდება“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.