კიევში რუსული რაკეტით განადგურებულ სახლში სამძებრო ოპერაცია დასრულდა – ნაპოვნია 23 ცხედარი

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ 18 ივნისს, დღის ბოლოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციისას, რომელიც 39 საათზე მეტხანს გაგრძელდა, 23 დაღუპულის ცხედარი იპოვეს.
რუსეთის ჯარებმა კიევზე რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა 17 ივნისს მიიტანეს.
რუსული რაკეტით დარტყმის შედეგად სოლომენსკის რაიონში დაინგრა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო.
17 ივნისს უკრაინის დედაქალაქში სულ 28 ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაიჭრა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერმა სვეტლანა ვოდოლაგამ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას” განუცხადა, რომ კიევის სოლომენსკის რაიონის გარდა, 4 ადამიანი დაიღუპა დარნიცკის რაიონში, 1 დაშავებული კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 17 ივნისს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასირებული შეტევისას გამოიყენეს 440 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 280-მდე დამრტყმელი „შაჰედი“ და სხვადასხვა ტიპის 32 რაკეტა.
დარტყმის მთავარი სამიზნე იყო უკრაინის დედაქალაქი . შეტევას მსხვერპლი მოჰყვა ოდესაშიც.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ჩამოაგდეს 239 რუსული დრონი და 23 რაკეტა, კიდევ 166 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მორიგ მასირებულ შეტევას „ტერორიზმი“ უწოდა. ზელენსკის განცხადებით, მთელი მსოფლიო, და ევროპა უნდა რეაგირებდნენ ისე, როგორც ცივილიზებული საზოგადოება რეაგირებს ტერორისტებზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…