„გვახსოვს გმირები, გვახსოვს მტერი” მარშის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალთან მივიდნენ.
მსვლელობის მონაწილეებმა მემორიალთან სანთლები დაანთეს. ადგილზე დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადეს.
დღევანდელი მსვლელობით, მარშის მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს.
შეკრებილები აცხადებენ, რომ „საქართველოს ისტორიის გაყალბებას ვერავინ შეძლებს“.




