პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში, ლოზუნგით „გვახსოვს გმირები, გვახსოვს მტერი” მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში, ლოზუნგით „გვახსოვს გმირები, გვახსოვს მტერი” მსვლელობა მიმდინარეობს

„გვახსოვს გმირები, გვახსოვს მტერი!”, - ამ ლოზუნგით “ფილარმონიიდან” გმირთა მოედნამდე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობით, პროტესტის მონაწილეები პატივს მიაგებენ საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს.

შეკრებილები აცხადებენ, რომ საქართველოს ისტორიის გაყალბებას ვერავინ შეძლებს.

“ჩვენ გვახსოვს, ვინ დაიწყო ომი - და გვახსოვს ჩვენი გმირები, რომლებმაც გმირულად დაიცვეს საქართველო. ჩვენ ვიცით, რომ დაპირისპირება და გაყოფა რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი მამოძრავებელია - და ჩვენ ვიცით, რომ როცა ერთად ვდგებით, მტერი ვერ გვერევა”, - აცხადებენ მსვლელობის ორგანიზატორები.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.