მარიამ წიკლაური: Რა ტროტუარის გადაკეტვა, ხალხნო, ამხელა ტერიტორიები გვაქვს გადაკეტილი საქართველოში და ვერაფერს ვშვებით… ვინ ვერ გაიარა, ვინ დაზიანდა, ვის მოამტვრიეს კისერი?

პოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი მარიამ წიკლაური:
Ცოტა დრო გავა, შეიძლება ბევრიც, მაგრამ გავა და უკან რომ მოვიხედავთ, უფრო ზუსტად კი, თქვენ, ამის შემოქმედნი თუ მოიხედავთ უკან, რას დაარქმევთ ამ მოვლენას, როცა ყოველდღე იჭერდით და საპატიმროში გზავნიდით სტუდენტ გოგონებსა თუ ბიჭებს, სხვებზე რომ აღარ ვთქვათ. აპატიმრებდით რამდენიმე ან სულაც ერთი დღით? Აჯარიმებდით, ბორკილს ადებდით? Ნუთუ არ შეიძლება ამ აბსურდის აღკვეცა, მოსპობა? Ნუთუ ესაა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა? Ნუთუ ამის მეტი, ამის იქით აღარაფერია? Ალბათ, მართლა უნდა დადგეს დრო და მოქალაქეებმა ითხოვონ პეტიციებით ამ არადექვატური საქციელის აკრძალვა პოლიციისა და ხელისუფლების მხრიდან. Თქვენს სინდისსაც ჰკითხეთ, თქვენს შვილებს ჰკითხეთ, თქვენს დედებს ჰკითხეთ, მოსწონთ ეს ამბები?
Ძალიან მაინტერესებს, რა სპორტი გამოიგონეთ ეს? Რა ტროტუარის გადაკეტვა, ხალხნო, ამხელა ტერიტორიები გვაქვს გადაკეტილი საქართველოში და ვერაფერს ვშვებით, განვითარების პერსპექტივაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. Რა ტროტუარი, რის ტროტუარი, ვინ ვერ გაიარა, ვინ დაზიანდა, ვის მოამტვრიეს კისერი? Ამ ისედაც ყოვლად აშლილ-ალუფხულ დროში რატომ ქმნით ამ გაუთავებელ სტრესულ სიტუაციებს.
Კარგით რა, სირცხვილია. თუ გგონიათ, რომ ამ სანახაობით გემატებათ ავტორიტეტი ან საქმე კეთდება?
Ნუ დგამთ ამ შოუებს. Სხვანაირადაც შეიძლება ქვეყნის წესრიგსა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა.