„ქართული ავიაცია არ ვითარდება, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ“ – ამის შესახებ „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას HUB Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა.მისივე თქმით, ქართული ავიაპარკი ბოლო 25 წლის განმავლობაში არ განვითარებულა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს.„ბევრს ეშლება, რომ თუკი მგზავრთნაკადი აეროპორტებში მატულობს ეს საქართველოს ავიაციის განვითარებას ნიშნავს, რაც ასე არაა. ეს არ არის საქართველოს ავიაცია, ეს არის თურქეთის, არაბული ავიაკომპანიები და ასე შემდეგ, როდესაც ისინი შემოდიან საქართველოში. სინამდვილეში ქართული ავიაცია არ ვითარდება, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. ჩვენთან არ არის შესაბამისი ტექნიკური ბაზა. იყო ამის მცდელობები რამოდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა უცხოელმა ინვესტორმა გადაწყვიტა საქართველოში გაეკეთებინა საავიაციო ტექნიკური ბაზა, რომელიც სამწუხაროდ გაჩერდა.გარდა ამისა, არ გვაქვს სიმულატორები მფრინავებისთვის, არ გვაქვს თვითმფრინავების პარკიც. იგივე თურქეთის აეროპორტებს რომ შევედაროთ. მე მახსოვს 25 წლის წინ თურქეთში როცა ვახორციელებდით ფრენებს, მაშინ თურქეთს 127 თვითმფრინავი ჰყავდა, ჩვენი კი 10-მდე. მაგრამ 25 წლის შემდეგ თურქეთის ავიაციამ შეძლო და თვითმფრინავების რაოდენობა 500-მდე გაზარდა, ჩვენ კი დაახლოებით 7-მდე შეგვიძლია მოვთვალოთ. ასეთი აჩვენებლებით რა განვითარებაზე გვაქვს საუბარი?“ – განაცხადა გიორგი კოდუამ.
