ვატო სურგულაძე: აღნიშნული პრეპარატი ოფიციალურად არის რეგისტრირებული და აღიარებული საქართველოში. “ოცნება” ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ ამ დაავადების სამკურნალო რეგისტრირებული და აღიარებული მედიკამენტი არ არსებობს, არც საქართველოში და არც მსოფლიოში

ვატო სურგულაძე:
“ოცნება” ტყუის და სიმართლეს მალავს დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების შესახებ.
გვსურს წარმოგიდგინოთ დოკუმენტი, რომელიც დათარიღებულია 2024 წლის 19 ნოემბრით, სადაც მკაფიოდ წერია, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც პრეპარატი Exondys 51 აღიარებულია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ. აღნიშნული პრეპარატი ოფიციალურად არის რეგისტრირებული და აღიარებული საქართველოში.
“ოცნება” ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ ამ დაავადების სამკურნალო რეგისტრირებული და აღიარებული მედიკამენტი არ არსებობს, არც საქართველოში და არც მსოფლიოში.
ეს არის ამორალური სიცრუე, რომელსაც “ქართული ოცნება” ეუბნება ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს.
ჩვენ მოვითხოვთ, შემოიტანოთ აღნიშნული მედიკამენტი, რომელიც უკვე გამოიყენება ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, და რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს სხვადასხვა ქვეყანაში. მით უფრო, რომ ეს პრეპარატი თქვენი მხრიდან აღიარებულია ჯერ კიდევ ორი წლის წინ.
“ძლიერი საქართველო – ლელო” მოითხოვს ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.
ეს არის არჩევანი – ბიუროკრატიისა და გულგრილობის გაგრძელებასა და ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას შორის. ამ არჩევანში შეცდომის ფასი ძალიან მაღალია.
სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს დრო ტყუილისთვის – ახლა საჭიროა ქმედება”