“ევროპარლამენტის მიერ TV იმედისთვის შეზღუდვების დაწესება არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და არ უკავშირდება ორგანიზაციის შიდა რეგულაციების დარღვევას. ეს კარგად ჩანს დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმით კმაყოფილი პოლონელი ევროპარლამენტარის განცხადებიდან, რომელიც აღიარებს, რომ TV იმედის წინააღმდეგ თვეებია მუშაობს” – ამბობს ოცნების პროპაგანდისტული TV იმედის წამყვანი, მაგდა ანიკაშვილი
ოცნების პროპაგანდისტულმა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა TV იმედმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტმა მათ საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. ასევე, მოლდოვის მთავრობამ TV იმედს, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის გასაშუქებლად აკრედიტაცია არ მისცა. სესია ხვალ, 15 მაისს გაიხსნება და მას ბოჭორიშვილიც დაესწრება




