“ოპოზიციის ალიანსი” – 4 ოქტომბერს დაკავებული ყველა პირი არის პოლიტიკური პატიმარი და დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ რეჟიმის პასუხისმგებლობას ამძიმებს

4 ოქტომბერს დაკავებულების მიმართ დღეს გამოტანილი განაჩენი არ არის მართლმსაჯულების აქტი. ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს, – ამის შესახებ ნათქვამია “ოპოზიციის ალიანსის” განცხადებაში, რითაც ალიანსი ეხმაურება 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

განცხადების თანახმად, ყველა დაკავებული პირი არის “პოლიტიკური პატიმარი და დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ რეჟიმის პასუხისმგებლობას ამძიმებს”.

“ამ უკანონობასთან ბრძოლის ჩვენი მთავარი გზა მშვიდობიანი პროტესტია!

სწორედ ამიტომ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე.

ეს არის ბრძოლა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებისთვის.

გელოდებით ყველას 26 მაისს, 19:00 საათზე გამარჯვებისთვის – ერთად, ბოლომდე!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს