: დასანქცირებული ტვ იმედისთვის აკრედიტაციაზე უარი ევროპარლამენტის მხრიდან არაა მხოლოდ ბრიტანული სანქციის შედეგი

“დასანქცირებული ტვ იმედისთვის აკრედიტაციაზე უარი ევროპარლამენტის მხრიდან არაა მხოლოდ ბრიტანული სანქციის შედეგი. უწყვეტ ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან ერთად, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოებაც:
დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიის სანქცირებისა და ვებგვერდზე შექმნილი ტექნიკური პრობლემების შემდეგ, ტელეკომპანია „იმედმა“ თავისი ციფრული პლატფორმების დაცვა ამერიკული Cloudflare-დან რუსულ კიბერუსაფრთხოების პროვაიდერ DDoS-Guard-ზე გადაიტანა. კომპანია DDoS-Guard დაარსდა რუსეთში (დონის როსტოვში) და მისი სერვერებით სარგებლობენ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რუსეთის ეროვნული ბანკი და ტერორისტულად აღიარებული დაჯგუფება „ჰამასი“. რუსული ქსელური ინფრასტრუქტურის ნაწილი ახლა უკვე ტვ “იმედიც” არის.
დღესვე, მოლდოვაში მიმდინარე ევროპის საბჭოს კომიტეტზე, სადაც სიტყვით მაკა ბოჭორიშვილიც გამოდის, მოლდოვის საგარეო უწყებამ და უსაფრთხოების სამსახურებმა ტვ “იმედს” აკრედიტაციაზე უარი უსაფრთხოების რისკებისა და დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციის მოტივით უთხრეს, რადგან თავად ღონისძიება სწორედ უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან (FIMI) ბრძოლას ეძღვნება.
to be continued” – წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი სოციალურ ქსელში.
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა TV იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტმა მათ საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. ასევე, მოლდოვის მთავრობამ TV იმედს, რუსთავი 2-სა და PosTV-ის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის გასაშუქებლად აკრედიტაცია არ მისცა. სესიას ბოჭორიშვილიც დაესწრება