ევროპარლამენტის მიერ ქართული მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება საინტერესოა იმ მხრივაც, რომ სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას

ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე .
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საინტეროს იქნება ევროპარლამენტის მიერ, არსებული მედიის აკრედიტაციის წესების მიღებაზე ვიფიქრება.
,,ევროპარლამენტის მიერ ქართული მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება საინტერესოა იმ მხრივაც, რომ სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას. ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ მათ გადმოღებაზე.
პირველი – საქართველოს პარლამენტი არ ზღუდავს სპონტანური ინტერვიუს დაწყებას, თუმცა ჟურნალისტს ავალდებულებს შეწყვიტოს ინტერვიუ, თუ რესპონდენტი ამას მოითხოვს. რა ხდება ევროპარლამენტში? აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტმა ჯერ თანხმობა უნდა მიიღოს რესპოდენტისგან და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართოს კამერა. საინტერესოა. ვიფიქრებთ ამ წესის გადმოღების მიზანშეწონილობაზე.
მეორე – საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტის მიერ ქცევის წესების დარღვევისას, პირველ ჯერზე, სანქცია არის აკრედიტაციის 1 თვით შეჩერება, განმეორებისას – 6 თვით შეჩერება. რა ხდება ევროპარლამენტში? აღმოჩნდა, რომ სანქცია არის 1 წლით აკრედიტაციის შეჩერება. საინტერესოა. ვიფიქრებთ, გადმოვიღოთ თუ არა.
მესამე – საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტის მიერ ქცევის წესების დარღვევისას, აკრედიტაცია უჩერდება მხოლოდ ამ ჟურნალისტს, სანქცია არ ეხება მედიას, რომელსაც ის წარმოადგენს. რა ხდება ევროპარლამენტში? აღმოჩნდა, რომ აკრედიტაციას უჩერებენ არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ მთლიანად მედიას. მისი ვერცერთი ჟურნალისტი ერთი წლის განმავლობაში ვერ იმუშავებს ევროპარლამენტის შენობაში. საინტერესოა. ამ წესზეც ვიფიქრებთ“, – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს