ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლოიდ ოსტინი: აშშ უკრაინისთვის 2,3 მლრდ დოლარზე მეტის გამოყოფას გამოაცხადებს

შეერთებული შტატები მალე გამოაცხადებს უკრაინისთვის 2,3 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფაზე უსაფრთხოების სფეროსთვის.
ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა სამშაბათს, 2 ივლისს, უკრაინის სამხედრო უწყების ხელმძღვანელთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრაზე.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, კიევის დახმარების მორიგი პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, გადამტაც და საბრძოლო მასალას Patriot-ის კომპლექსებისა და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებისთვის.
როგორც Associated Press-ი აღნიშნავს, ოსტინის განცხადება შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ის ადმინისტრაციის გადამწყვეტ პასუხად კიევის თხოვნაზე დახმარება აღმოუჩინონ მას დონეცკის ოლქში რუსეთის ჯარებთან დაპირისპირებაში.
გადაწყვეტილება გამოცხადდა ნატოს ვაშინგტონის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე და მაშინ, როცა უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს დასავლეთის ქვეყნების უფრო დიდი სამხედრო მხარდაჭერის მოძიებას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მცდელობას.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.