ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 2.3 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ მალე გამოაცხადებს

აშშ მალე უკრაინისთვის 2.3 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგა რუსტემ უმეროვთან შეხვედრაზე განაცხადა.
"შეერთებული შტატები უახლოეს დროში თავდაცვაში უკრაინისთვის 2.3 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის შესახებ გამოაცხადებს.
ეს პაკეტი... მიაწვდის მეტ საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან საბრძოლო მასალას“, - განაცხადა ოსტინმა.
მისი თქმით, აღნიშნული დახმარება უკრაინას ამერიკული არმიის მარაგებიდან გადაეცემა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.