ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ უკრაინისთვის 2,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები მალე უკრაინისთვის 2,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, კიევისთვის დახმარების მორიგი პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საბრძოლო მასალას, “პეტრიოტ”-ის კომპლექსებისა და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებისთვის.
გადაწყვეტილება გამოცხადდა ნატო-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინ, როცა უკრაინის ხელისუფლება დასავლეთის ქვეყნებს უფრო დიდ სამხედრო მხარდაჭერას სთხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ