არქივი3 ივლისი, 2024, 20:22
NATO-ს წევრებმა უკრაინისთვის 40 მლრდ ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს - Reuters
NATO-ს წევრებმა უკრაინისთვის 40 მლრდ ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
NATO-ს მოკავშირეები იენს სტოლტენბერგის წინადადების შესახებ შეთანხმდნენ, რომელიც მომავალ წელს 40 მლრდ ევროს უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსებას ითვალისწინებს.
NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმებას ხელს 9-11 ივლისს ვაშინგტონში გასამართ ალიანსის სამიტზე მოაწერენ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.