არქივი4 ოქტომბერი, 2024, 10:55
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო - გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ისრაელის იერიშებს სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, ბეირუთში ისრაელის იერიშებს მასშტაბური ნგრევა მოჰყვა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ისრაელის იერიშებს სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა.
ლიბანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ქვეყნის სამხრეთით ისრაელის საზღვართან ახლოს ორმხრივ იერიშებს 2 ჯარისკაცი ემსხვერპლა. პარალელურად კი, ისრაელი ლიბანის სამხრეთში მდებარე 20-ზე მეტი ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.