ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო – ბეირუთზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 22 და დაშავდა 117 ადამიანი

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, დაჭრილია 117 ადამიანი, – ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უსაფრთხოების წყაროს ცნობით, დაღუპულთა შორისაა რვასულიანი ოჯახი.
აღნიშნულ იერიშთან დაკავშირებით ისრაელის კომენტარი არ გაუკეთებია. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ ბეირუთის სამხრეთ ნაწილის გარეუბნებისთვის, მათ შორის კონკრეტული შენობებისთვის, ევაკუაციასთან დაკავშირებული გაფრთხილება გამოსცეს. მანამდე ისრაელმა გააფრთხილა ლიბანელი მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ უსაფრთხოების მიზნით, სამხრეთში მდებარე სახლებში დაბრუნებისგან თავი უნდა შეიკავონ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლის როლში ყოფნა – საპასუხოდ უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს – „აბა დღეს ჩვენ დიქტატურას რა ვატკინეთ“ – მუდმივად უნდა მივაყენოთ მას საპასუხო ტკივილი, დიქტატურას ჩამოშლის ჩვენს მიერ მიყენებული „ათასი ჭრილობა“