ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ერთ დღეში 95 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 000-ს აჭარბებს

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ერთ დღეში 95 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 000-ს აჭარბებს

ლიბანის მასშტაბით ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად გუშინ 95 ადამიანი დაიღუპა და 172 დაშავდა, - ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლიბანში 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიბანში დევნილთა რიცხვი ზრდას განაგრძობს და მილიონს აჭარბებს.
მათივე ინფორმაციით, თავშესაფრად გამოყენებულია 850 სკოლის შენობა. ისინი ძირითადად კონცენტრირებულია ბეირუთში, ლიბანის მთასა და სიდონში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.