პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო – დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ტულკარემში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია მრავალი სხვა ადამიანი.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის (შინ ბეთი) ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმის სამიზნე იყო ზაჰი იასერ აბდ ალ-რაზექ ოუფი, „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაური, რამდენიმე სხვა მებრძოლთან ერთად. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოუფი უახლოეს მომავალში ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი