არქივი19 სექტემბერი, 2024, 16:23
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი - „ჰეზბოლას“ მებრძოლების რაციების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

„ჰეზბოლას“ მებრძოლების რაციების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა, ფირას აბიადმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლიბანში, „ჰეზბოლას“ მებრძოლების რაციები გუშინ აფეთქდა. ერთი დღით ადრე კი, პეიჯერების აფეთქების შედეგად, „ჰეზბოლას“ 12 მებრძოლი დაიღუპა და 2800 დაშავდა.
„ჰეზბოლა“ თავდასხმებში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა ისრაელს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.