ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი - ბეირუთში, ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი - ბეირუთში, ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ბეირუთში, ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი, ფირას აბიადი ავრცელებს.
„დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. მათ შორის, სამი ბავშვი და შვიდი ქალია“, - განაცხადა ფირას აბიადმა.
აბიადის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 68 ადამიანი დაშავდა, მათგან 15 საავადმყოფოში რჩება.
„ჰეზბოლას“ განცხადებით, ისრაელის იერიშს დაჯგუფების 16 წევრი, მათ შორის ორი უფროსი მეთაური ემსხვერპლა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.