არქივი23 სექტემბერი, 2024, 23:53
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 356-მდე გაიზარდა

ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 356-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 1246-ს აღწევს.
„ჰეზბოლას“ განცხადებით, დაჯგუფების უფროსი მეთაური ალი კარაკი, რომელიც ბეირუთში ისრაელის სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო, არ დაშავებულა და უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
შეგახსენებთ, ისრაელი ლიბანში დღეს დილიდან საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 1100-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.