ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლების რაციების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლების რაციების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლების უსადენო საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაიჭრა 450-ზე მეტი ადამიანი.
ზოგიერთი აფეთქება იმ 12 ადამიანის დაკრძალვის დროს მოხდა, რომლებიც მანამდე „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერების აფეთქებისას დაიღუპნენ.
„ჰეზბოლა“ თავდასხმებში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა ისრაელს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.