არქივი23 დეკემბერი, 2023, 22:21
ლვოვში, კერძო სახლში აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები
უკრაინის ქალაქ ლვოვში მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი მამაკაცი და ერთი ქალი დაიღუპნენ. მათი ცეხდრები მაშველებმა ნანგრევებში იპოვნეს.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, მაშველებმა სავადმყოფოში გადაიყვანეს აფეთქების შედეგად გადარჩენილი ორი მამაკაცი და ორი ბავშვი.
ლვოვის მერის ანდრეი სადოვის წინასწარი ინფორმაციით აფეთქება მოხდა კერძო სახლის გარაჟში. „სავარაუდოდ ეს იყო ბუნებრივი აირი“, დაწერა ინსტაგრამის არხში ლვოვის მერმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.