რუსების საჰაერო თავდასხმის შედეგად დნიპროსა და ხარკოვში არიან დაღუპულები, კიევში მოქალაქეები ნანგრევების ქვეშ არიან მიყოლილი

კიევში, კიევის ოლქში, ზაპოროჟიეში, ხმელნიცკსა და დნიპროში საჰაერო განგაშის დროს აფეთქებები მოხდა. აფეთქებები ასევე ისმოდა ოდესაში, ხარკოვსა და ლვოვშიც, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დნიპროში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ქალაქის მერის განცხადებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ამასთან, კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში საწყობის ნანგრევების ქვეშ სამი ადამიანია მოყოლილი.
ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი.
ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებები მოხდა. მისი ინფორმაციით, რუსებმა ლვოვში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს. ამასთან, სავარაუდოდ, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, ლიცეუმის შენობაში ხანძარი გაჩნდა, არიან დაშავებულები.
შეგახსენებთ, უკრაინის რამდენიმე ოლქში, წუხანდელი ღამის შემდეგ საჰაერო განგაში ორჯერ გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიას დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ