ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრაღაში სროლა იყო, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ცენტრალურ პრაღაში სროლას მსხვერპლი მოყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის პოლიცია ავრცელებს.
პოლიცია გარდაცვლილებისა და დაჭრილების რაოდენობას ჯერჯერობით ვერ ასახელებს.
“წინასწარი ინფორმაციით, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ [სროლის] ადგილზე არიან გარდაცვლილი და დაჭრილი ადამიანები,” - წერია პოლიციის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, პოლიციის თანამშრომლები იან პალახის მოედანზე მდებარე სასწავლებელთან განლაგდნენ, სადაც სროლა მოხდა.
აღნიშნულ ტეროტორიაზე კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის აკადემია მდებარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.