ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლვოვში, კერძო სახლის ავტოფარეხში აფეთქება მოხდა | არიან დაშავებულები

ლვოვში, კერძო სახლის ავტოფარეხში აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება გაზმა გამოიწვია.
„სახლში 6 ადამიანი ცხოვრობს. 2 ბავშვი და 2 ქალი დამწვრობებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. დაშავებულების მდგომარეობა მძიმე არ არის. მაშველები კიდევ 2 მამაკაცს ეძებენ. შესაძლოა, ისინი ნანგრევების ქვეშ არიან. აფეთქების ზუსტი მიზეზები სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა ლვოვის მერმა ანდრეი სადოვმა

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.