ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წუხელ კიევს „კამიკაძე-დრონებით“ კიდევ ერთხელ დაარტყეს. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები მაღალსართულიან კორპუსს, ასევე მშენებარე საცხოვრებელ სახლს შეეჯახა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დედაქალაქის სოლომენსკის რაიონში დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის 24-ე სართულზე ხანძარი გაჩნდა. სამ ბინაში კედლების ნაწილობრივი ნგრევა დაფიქსირდა, კიდევ სამ ბინაში კი - მინები ჩაიმსხვრა.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამასთან, კიევის დარნიცის რაიონში, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ორსართულიანი მშენებარე კერძო სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილებზე 10 ერთეული ტექნიკა, ასევე 43 მაშველი მუშაობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.