ლელა ჯეჯელავა – ვერავინ დამარწმუნებს, რომ მიტროპოლიტმა შიომ თავად გადაწყვიტა, სიყრმის მეგობარი, გიორგი მარგველაშვილი სამების ტაძარში არ ყოფილიყო – პარტიულ დაკრძალვად აქციეს ამხელა მოვლენა, რაც „ქართული ოცნების“ გაჭირვებაზე მიანიშნებს

მისი უწმინდესობის დაკრძალვაზე იმყოფებოდა მსოფლიო პატრიარქი, რაც ძალიან მკაფიო და სიმბოლური განაცხადი იყო იმაზე, თუ სად არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი – ამ თვალსაზრისით მიტროპოლიტმა შიომ ძალიან კარგად გაართვა თავი [მოვალეობას], – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ლელა ჯეჯელავას თქმით, სწორი გადაწყვეტილება იყო ისიც, რომ ამბიონიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, პუტინის სამძიმრის წერილი არ წაიკითხეს.

„გარდა ამისა, მე პირადად ძალიან მადლიერი ვარ იმისა, რომ პატივი სცეს პატრიარქს და ქართველ ხალხსაც, როდესაც ხმამაღლა არ წაიკითხეს პუტინის სამძიმრის წერილი. გარკვეულ წილად ეს აღნიშვნას იმსახურებს“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ლელა ჯეჯელავას თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ „დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის ახირება“ და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვა პარტიულ დაკრძალვად აქცია.

„მქონდა საუბარი საპატრიარქოს წარმომადგენელთან, არც თუ უმნიშვნელო ფიგურასთან, იმასთან დაკავშირებით, რა როგორ ხდებოდა დამკრძალავი კომისიის ფარგლებში. მე ვერავინ დამარწმუნებს, რომ მიტროპოლიტმა შიომ თავად გადაწყვიტა, რომ მისი სიყრმის მეგობარი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იქ არ ყოფილიყო. რადგან თინა ბოკუჩავას აკრედიტაცია არ მისცა ბატონმა ჩუბინიძემ, რომელმაც განსაზღვრა, ვინ უნდა ყოფილიყო პატრიარქის ჭირისუფალი და ვინ არ უნდა ყოფილიყო, რომელმაც ძალიან ცუდი საქმე გააკეთა იმით, რომ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის ახირება და პარტიულ დაკრძალვად აქცია ამხელა მოვლენა ამ ქვეყნის ისტორიაში. რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია გარდაცვლილის ავტორიტეტზე კაპიტალიზირება. თუმცა ეს უფრო იმ გაჭირვებაზე მიანიშნებს, რაც მორალური ავტორიტეტის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ სჭირს“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან