ლელა ჯეჯელავა: უკვე ერევა ხელისუფლება, ვხედავთ, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა ძალიან არის მომართული ყველას წინააღმდეგ

უკვე ერევა ხელისუფლება. ვხედავთ, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა ძალიან არის მომართული ყველას წინააღმდეგ, ვინც კი გაბედავს და გამოთქვამს თავის მოსაზრებას ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ მომავალ პატრიარქთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ის პროპაგანდა, რაც ხელისუფლების მიერაა წამოწყებული, დააზიანებს თავად მეუფე შიოსაც.

“შეიძლება ჩაერიონ და უკვე ერევა კიდეც ხელისუფლება, რადგან ვხედავთ, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა ძალიან არის მომართული ყველას წინააღმდეგ, ვინც კი გაბედავს და გამოთქვამს თავის მოსაზრებას ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან დაკავშირებით.

მე ხანდახან ეჭვი მიჩნდება კიდეც, რომ ის, რასაც ვხედავთ პროპაგანდას, თითქოს, მეუფე შიოს სასარგებლოდ, დამაზიანებელია თავად მოსაყდრისათვისაც”, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება