“ვერავინ მოასწრებდა, რომ მოეკითხა პატიმრები” – არმაზ ახვლედიანი ილია მეორეზე

“ყოველთვის წუხდა, როცა უსამართლოდ იყო დასჯილი ადამიანი” – ამის შესახებ არმაზ ახვლედიანმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პატრიარქი შედარებით ჯანმრთელად იყო, “ვერავინ მოასწრებდა, რომ მოეკითხა პატიმრები, მათ შორის სხვადასხვა დროის პოლიტიკური პატიმრებიც”.

მას ჰქონდა ეს ხელოვნება, ერთის მხრივ კომპრომისის და მეორეს მხრივ უკომპრომისობის, როცა საქმე ეხებოდა ადამიანს, მის უფლებებს. მე გულწრფელად გეტყვით, როცა ის იყო მეტად თუ ნაკლებად ჯანმრთელად, ბოლო დრომდე, ვერავინ მოასწრებდა მას, რომ მოეკითხა პატიმრები, მათ შორის სხვადასხვა დროის პოლიტიკური პატიმრებიც. მე თავად ვარ თანამონაწილე იმ საუბრების, იქ ვყოფილვარ, როგორს სთხოვდა უწმინდესი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მაღალი რანგის უფლებადამცველებს, ადგილობრივ ხელისუფლათ, რომ გადაეხედათ ესა თუ ის საქმე, რომ ადამიანი არ გაეწირათ ასე, ამა თუ იმ ნიშნით, ზოგჯერ ითვალისწინებდნენ, ზოგჯერ არა, მაგრამ ის კი არის, რომ ყოველთვის ის წუხდა, როცა უსამართლოდ იყო დასჯილი ადამიანი,” – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. 

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”