არქივი26 მარტი, 2026, 20:00
მიტროპოლიტი ისაია - ჯერ შორია პატრიარქის არჩევნებამდე, არავის დაუსახელებია ვინმე კანდიდატად, ამიტომაც ვერავინ მოხსნიდა კანდიდატურას - დანარჩენს კი დრო გამოაჩენს

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) აცხადებს, რომ ახალი პატრიარქის არჩევნებამდე „ჯერ შორია“, კანდიდატურა არავის დაუსახელებია და შესაბამისად, ვერ მოხსნიდა.
„ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ კანდიდატურა მოხსნა და დააყენებს თუ არა კანდიდატურას, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ დრო აჩვენებს.
„ჯერ შორი დროა არჩევნებამდე, ამიტომ ჯერ არავის დაუსახელებია ვინმე კანდიდატად, ამიტომაც ჯერ ვერავინ მოხსნიდა თავის კანდიდატურას, მგონია, გასაგებად ვამბობ…
დანარჩენს კი დრო გამოაჩენს, რა როგორ იქნება“, - აცხადებს მიტროპოლიტი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.