: ზელენსკიზე კლოუნი ხო გაძახებინეს? ეხლა რომ მოუნდათ კობახიძის მასთან შეხვედრას მიღწევად ხომ გასაღებენ?

ფილოსოფოსი :
ზელენსკიზე კლოუნი ხო გაძახებინეს? საკუთარი ხალხი რო დაახოცინა? დიფსთეითის მონა როა? უგუნური როა და რუსეთს რომ ვერ მოურიგდა ისე, როგორც ქოცები? ათასი სიბინძურე ხო დაგაჯერეს და გამეორებინეს?
ეხლა რომ მოუნდათ კობახიძის მასთან შეხვედრას მიღწევად ხომ გასაღებენ? ტაშს ხომ გაკვრევინებენ? პარტნიორად ხომ გამოგიცხადეს და მისი ქებისკენ ხომ მოგიწოდებენ?
იმიტომ, რომ არ არსებობს ქოცების ქმედების განმსაზღვრელი ერთი პრინციპი. ზნეობა, ღირსება, პატიოსნება, პატრიოტიზმი… არ არსებობს არაფერი, რაც პოლიტიკას არ შეეწირება, თუ ამის საჭიროებას დაინახავს რეჟიმი. საჭირო იქნება, პატიმრის დედას ძეგლს დაუდგამენ; საჭირო იქნება, ყველაზე უშვერი სიტყვებით აგინებენ მას. საჭირო იქნება, მურუსიძე რეჟიმის მოსამართტლე იქნება; საჭირო გახდება და მთავარ მოსამართლედ დაგინიშნავენ. საჭირო იქნება, ჩვენ მტრად გამოცხადდება; საჭირო გახდება და საუკუნოვან პარტნიორად იქცევა.
ანგრევს ასეთი ცხოვრება ადამიანს. აღარაფერი რჩება მყარი. ჰაერში გამოკიდა ივანიშვილმა მისი მხარდამჭერები, დააჯერა რომ ყველაფერი ფარდობითია, რომ სიკეთე და ბოროტება მხოლოდ ზღაპრებში არსებობს, რომ ღირსება მითია, რომ გმირობა სიგიჟე, რომ თანადგომა გათვლა და მორჩილება არსებობის ერთადერთი სწორი საზრისი.
თავდაყირა დგას მთელი კაცობრიობა რეჟიმის თვალში. და ვერ იდგება ასე დიდხანს. ბოლოს და ბოლოს ყველაზე დაბრმავებულიც გაახელს თვალს და დაიწყებს ყველაფრის ისე დალაგებას, როგორც ამას აფამიანის და საგანთა ბუნება მოითხოვს. შორს არ არის ეგ დრო. ძალიან გაუჭორდა რეჟიმს, თუ საშველად ზელენსკის გამოყენება დაიწყო.