ლევან სუთიძე: რა რჯის? პატრიარქობა მას არ უნდა, საპატრიარქო თანამდებობები მას არ უნდა… გგონიათ, ვერ დალაგდებოდა მასთან, ვისაც ამ მომენტისთვის პატრიარქობის ყველაზე დიდი შანსი უმზერს? ან წინასთან ვერ შეძლებდა აღზევებას?

“ტაბულა”-ს მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე:
აკვირდებით მეუფე ზენონს? ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, ყველა მიმართულებით საუბრობს ღიად, უშიშრად და სინდისით. ყველაფერს ასაბუთებს აკადემიურად, ზრდილობით და წესიერებით.
რა რჯის? პატრიარქობა მას არ უნდა, საპატრიარქო თანამდებობები მას არ უნდა… გგონიათ, ვერ დალაგდებოდა მასთან, ვისაც ამ მომენტისთვის პატრიარქობის ყველაზე დიდი შანსი უმზერს? ან წინასთან ვერ შეძლებდა აღზევებას?
ან, გგონიათ, პირის დაკეტვა არ იცის? მაგრამ არ დაკეტა.
უკრაინის ავტოკეფალიაც აღიარა და კრეტის კრებაც.
პროტესტზეც მივიდა ბავშვების გამოსაქომაგებლად და განცხადება განცხადებაზე წერა. რისიც სჯერა და სამართლიანი ჰგონია, სწორედ იმას აკეთებს.
შესაძლოა, შემცდარა და ცდება ხოლმე, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს, რაც მე მინახავს, სინდისთან უკან დაეხიოს თავისი ჯიუტი, ხევის ხასიათით. ასეთი ხასიათი, მოგეხსენებათ, ამ ეკლესიაში სხვასაც ჰქონდა.
მოსაყდრეზე კომენტირებისასაც კი არაფერი უთქვამს მტკიცებითში, რაც არ იცის. დამალა რამე? ღიად უთხრა ყველას ყველაფერი. მეუფე ისაიასაც გამოექომაგა. ყველას. სათავისოდ არაფერი უთქვამს. სასხვისოდ თქვა.
ერთხელ ერთ ეპისკოპოსზე რაღაც ჭორი გავრცელდა, არც თუ ისე შორს და ვიფიქრე გადავამოწმებ თქო. მეუფეს რომ ვკითხე, მიპასუხა: “ბოდიში რა ლევან, ეს ადამიანის პირადი საკითხია და მე ვერაფერს ვიტყვი”.
რაც მე ვიცი, იმ მღვდელმთავართან სრულებით არ მეგობრობს, რბილად რომ ვთქვათ. საკუთარი თავის შემრცხვა, რომ ვიკითხე და უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე.
დმანისში რომ ჩავედი ინტერვიუზე, შუალედებში რომელიღაც შორეულ ბორცვეზე დაიწყებდა ხოლმე მიჩერებას და ყვებოდა ისტორიებს უსასრულოდ – ყვებოდა იმიტომ, რომ უსასრულოდ ბევრი წაუკითხავს და ვერ იტევს :დ მისი ეპარქიის ყველა ქვას იცნობს.
მთავარეპისკოპოსი ზენონი არის დიდებული ადამიანი და რადგან ახლა მღვდელმთავრებზე ბევრი წერს, მინდოდა ისიც არ გამოგვრჩენოდა.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათი დაფასება, ვის სამოქალაქო პოზუციასაც არაფერი დაეწუნება.