საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი:
შეიძლება ეს არ მოგეწონოთ, ჩემო ხელისუფლებავ, მაგრამ მინდა მიგითითოთ!
ან არაპროფესიონალები გყავთ დაჯარიმების საქმეში და ან კი, უარესი, პროვოკატორები და მტრები!
თქვენგან დაჯარიმებულებს ასობით ვიცნობ! არაფერს ვამბობ! ეს კაცი კი ვინ აარჩია? რა ნახეთ და სად ნახეთ ეს კაცი დანაშაულის ჩამდენი?
არ ვიცი! ვინ დაეჭვდა, ვინ დარწმუნდა, რომ დასაჯარიმებელია!
ეს მედლის ერთი მხარეა! ახლა მეორე:
ამ კაცს სახელმწიფომ, არც მეტი და არც ნაკლები, ერთი მილიონი ლარი ზარალი მიაყენა. ექსპრეზიდენტმა ის გააკულაკა. დიახ! კულაკი ხარო და პროდუქცია გაუნადგურეს. იმ ექსპრეზიდენტმა შემდგომ თქვენც მოგატყუათ, თქვენც გადაგაგდოთ.
ეს კაცი კი დღემდე სახელმწიფოს ერთგულია, ის სახელმწიფოს ყველა წესს ასრულებს. ის პატრიოტია. ის ეროვნული კაცია! ის არაა რევოლუციის მომწყობი და რაც მთავარია,
ჩემი დამრიგებელი, მხარდამჭერი, ჩემი სიხარულის და ტკივილის გამზიარებელია! ქართული წიგნის, მწერლობის პატრონია! შევარდნაძის დროს თავისი ხარჯით ბეჭდავდა არაქართველთათვის სახელმძღვანელოებს, მაშინ, როცა ეს არარენტაბელური იყო. შემდგომ, როცა გაახსენდათ ეს სახელმძღვანელოები, მისი დაბეჭდილი სახელმძღცანელოები დაჰქონდათ აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლენში უფასოდ, ბატონ კახმეგს კი ჰპირდებოდნენ-გადაგიხდითო-ხვალო, ზეგო, ბოლოს კი… მოლოდინის კვირაშიო. მოწმე მე ვარ!
მოდი, პირდაპირ გეტყვით, თქვენი მხარდაჭერის გამო ბევრი მეგობარი დავკარგე, ნათესავი… ბატონი კახმეგის ძვირფასი ადამიანებიც. მათ კახმეგთან ვიკითხავდი ხოლმე. უძვირფასესი ურთიერთობა გვაქვს. რას შვრებით? დაფიქრდით! დაგვიტოვეთ ხიდები! ეს ჯარიმების სისტემა ხიდჩატეხილობას გააჩენს, თუ აქამდე არ გაჩენილა. სკოლაში “ოთარაანთ ქვრივს” რომ ვსწავლობდით, მასწავლებელმა გვითხრა-ხიდჩატეხილობის პრობლემა ისევე გაქრა, როგორც მალარიაო სსრკ-ში. ეხლა უარესი პრობლემის წინ ვართ! დავფიქრდეთ!
საბჭოთა ლიდერებიც უფრო ჭკვიანურად მუშაობდნენ- მჟავანაძე, შევარდნაძეც კი! არადა რამხელა მონსტრი სახელმწიფო ედგათ წინ. რისი იმედი გვაქვს, რისი? ქართულ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ!
80 წლის ღვაწლმოსილ გამომცემელს ასეთ დღეში არ ჩააგდებდნენ!
5000 ლარი ჯარიმა გადაიხადეო, არადა 15 დღე დაგიჭერო! ესეც არაადექვატურია! დაიანგარიშეთ მაინცა! საშუალო დღიური ხელფასი რამდენია და გადაამრავლეთ 15 დღეზე!




