ლევან ანთაძე - პატივი მივაგეთ სამშობლოსთვის შეწირულ რაინდებს - ეს არის საწინდარი იმის, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავა და ნამდვილად შევძლებთ დავიხსნათ თავი რუსეთის იმპერიისგან
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რუსეთი საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან ანთაძის განცხადებით, 2008 წლის ომში დაღუპულმა გმირებმა თავი შესწირეს სამშობლოს და მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებისთვის პატივის მიგება.
„დღეს პატივი მივაგეთ სამშობლოსთვის შეწირულ რაინდებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ 2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებულ ომში, ეს ადამიანები არიან ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოსთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის პატივის მიგება და ეს არის საწინდარი იმის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდება და წინ წავა და ნამდვილად შევძლებთ დავიხსნათ თავი რუსეთის იმპერიისგან და ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა“, - განაცხადა ლევან ანთაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.