ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს, ასეთი ადამიანების გმირობასა და თავგანწირვაზე დგას საქართველოს სიძლიერე და სიმტკიცე

ჩვენ პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს. ასეთი ადამიანების გმირობასა და თავგანწირვაზე დგას საქართველოს სიძლიერე და სიმტკიცე, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მან პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ჩვენ პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს. ასეთი ადამიანების გმირობასა და თავგანწირვაზე დგას საქართველოს სიძლიერე და სიმტკიცე. ჩვენ თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის ძალებში ვართ ერთი დიდი ოჯახი, ვდგავართ ერთად, ერთმანეთის გვერდიგვერდ, რა თქმა უნდა, ვართ ამ ოჯახების გვერდით და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მათთვის არსებული საჭიროებები უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.