ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით მჟავანაძე - დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში გმირულად დაცემული ბიჭების ხსოვნას - ამ გმირების დამსახურება არის ის, რომ დღეს ჩვენ თავისუფლება გვაქვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის განცხადებით, აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ თავისუფლება გვაქვს.
როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, მათ დაიცვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.
„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში გმირულად დაცემული ბიჭების ხსოვნას და მათი საფლავები გვირგვინით შევამკეთ. სწორედ ამ ადამიანების და ამ გმირების დამსახურება არის ის, რომ დღეს ჩვენ თავისუფლება გვაქვს. ამ ადამიანებმა დაიცვეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა დავით მჟავანაძემ.
ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.