ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბადრი ჯაფარიძე - შინდისის გმირების სისხლი, რომელიც ამ მიწაზე დაიღვარა, იქნება სწორედ იმის საწინდარი, რომ ეს ქვეყანა აუცილებლად გადარჩება, გაიმარჯვებს

დღეს ყველანი ვალდებულები ვართ მოვიდეთ შინდისში და პატივი მივაგოთ იმ ქართველების ხსოვნას, რომლებმაც აჩვენეს გმირობის და თავდადების მაგალითი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათი სისხლი, რომელიც ამ მიწაზე დაიღვარა, იქნება სწორედ იმის საწინდარი, რომ ეს ქვეყანა აუცილებლად გადარჩება და გაიმარჯვებს.
„დღეს ყველანი ვალდებულები ვართ მოვიდეთ შინდისში და პატივი მივაგოთ იმ ქართველების ხსოვნას, რომლებმაც აჩვენეს გმირობის და თავდადების მაგალითი, რომლებმაც აჩვენეს თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და რომლებმაც დაუბრკოლებლად გაიღეს თავიანთი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
მათი სისხლი, რომელიც ამ მიწაზე დაიღვარა, იქნება სწორედ იმის საწინდარი, რომ ეს ქვეყანა აუცილებლად გადარჩება, გაიმარჯვებს და ის, რაზეც ოცნებობდნენ ჩვენი მებრძოლები, რომ მათი შვილების მომავალი იყოს უზრუნველყოფილი, უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე, ეს აუცილებლად ასე იქნება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.