აშშ-ის კონგრესი უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხის განხილვას იანვარში დაუბრუნდება

ამერიკელი სენატორები უკრაინის დამატებითი დახმარების პაკეტს მომავალი წლის დასაწყისამდე არ უყრიან კენჭს. ამის შესახებ ცნობილი გახდა სენატის დემოკრატების უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის და რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის ერთობლივი განცხადებიდან, რომლიც 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.
მომლაპარაკებლებმა „იმედისმომცემ პროგრესს მიაღწიეს“, თუმცა „რთული საკითხები რჩება“, განაცხადეს პოლიტიკოსებმა.
მთავარ საკითხად რჩება რესპუბლიკელების მოთხოვნა -მექსიკის საზღვარზე საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრებაზე. სწორედ ამ საკითხთან აკავშირებენ რესპუბლიკელები უკრაინისთვის დამატებით დახმარების გამოყოფაზე დათანხმებას.
„ჩვენი მომლაპარაკებლები ძალიან, ძალიან მონდომებით იმუშავებენ დეკემბერ-იანვრის არდადეგების პერიოდში. ჩვენი მიზანია, დაბრუნებისას რაღაცას მივაღწიოთ“, – უთხრა დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა ჟურნალისტებს სენატში.
სენატში რესპუბლიკელების ერთ-ერთ ფრაქციის ხელმძღვანელმა ჯონ ტუნმა დაადასტურა, რომ შეთანხმება 2024 წლის დასაწყისამდე ვერ მიიღწევა.
„დემოკრატებმა გააჭიანურეს [პროცესი] იმ მომენტამდე, სანამ რაიმე არსებითი შეთანხმების მიღწევა სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხზე შეუძლებელი გახდა შობამდე“, – თქვა ტუნმა.
მანამდე თეთრმა სახლმა გააფრთხილა კანონმდებლები, რომ წლის ბოლომდე აშშ-ს ამოეწურებოდა უკრაინის დასახმარებლად დამტკიცებული თანხა.
აშშ-მა ს შეიარაღებისა და მხარდაჭერისთვის 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, უკვე გამოუყო 100 მილიარდი დოლარი. პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს დამატებით 60 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის მიმართა და მოუწოდა ის საშობაო არდადეგების დაწყებამდე დაემტკიცებინათ.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საშობაო შესვენება კანონპროექტისთვის მხარდაჭერის გამოუცხადებლად დაიწყო.
იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ-ის დემოკრატიული უმრავლესობით დაკომპლექტებული სენატი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გაგზავნას დათანხმდება, გაურკვეველია დაუჭერს თუ არა მას მხარს რესპუბლიკელების კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატა. რესპუბლიკელთა ნაწილი სთვის თანხის გამოყოფას აპროტესტებს.
ამასთან, რესპუბლიკური პარტია იანვარში ყველა შტატში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატის წარდგენას დაიწყებს, კანონმდებლები ქვეყნის წლიური ბიუჯეტის შეთანხმებასაც შეუდგებიან და ეცდებიან თავიდან აიცილონ ე.წ. შათდაუნი, სამთავრობო დაწესებულებების მუშაობის შეჩერება.

ასევე დაგაინტერესებთ

ადმინისტრაცია – მავნებლური საქციელით ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ – სირცხვილია, როცა ეს ისტორიული მატჩის წინ ხდება