კობერიძე: გვარამიასთან მოლაპარაკებები ამ წამსაც გრძელდება, ახლოვდება ჩვენი პოზიციები

გირჩი-მეტი თავისუფლების წევრის, ცოტნე კობერიძის განცხადებით, სთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი პოზიციები ერთმანეთთან უფრო მეტად ახლოვდება. ამის შესახებ კობერიძემ ფორმულას ეთერში ისაუბრა.
“ვსაუბრობთ [ნიკა გვარამიასთან], უფრო მეტად ახლოვდება ჩვენი პოზიციები ერთმანეთთან. ნიკა გვარამიამაც ახსენა რამდენიმე ეთერში, რომ მას ელენე ხოშტარიასთან და ზურა ჯაფარიძესთან ერთად წარმოუდგენია საქმის კეთება.
მთავარი რაც არის, ახლა რაც გვაახლოებს ყველაზე მეტად, ეს არის ამბიცია, რომ ამ არჩევნებზე ქართული ოცნება დავამარცხოთ… ნიკაც უფრო მეტად მემარჯვენე ფიქრის ადამიანია, მეტად ავტონომიურია და საუბრების დროს ძალიან დავაახლოვეთ ჩვენი იდეები… მოლაპარაკებები ამ წამსაც გრძელდება და როგორ დამთავრდება, რთული სათქმელია”, – აღნიშნა კობერიძემ.
კითხვაზე, კიდევ ვისთან განიხილება პარტნიორობა, კობერიძე ამბობს:
“სხვასთან ჯერ ამ ტიპის გულწრფელი საუბრები არ გვქონია… ნიკასთან გვქონდა მეტად გულწრფელი საუბარი”.
ნიკა გვარამიამ 15 იანვარს შესაძლო პოლიტიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თავისი მიზნების მისაღწევად ყველას დაელაპარაკება. მისი თქმით, მას აინტერესებს ცვლილებები და სიახლეები, შესაბამისად, მომხრეა ისეთი გაერთიანების, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
ამ საკითხზე ნიკა გვარამიამ 30 დეკემბერს კვირის ფორმულას ეთერშიც ისაუბრა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარესთან, სთან პოლიტიკური პარტნიორობის საკითხი განიხილება.
ამასთან, როგორც დღეს ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან კონსულტაციები ჰქონდა.