შალვა პაპუაშვილი – სამუშაო ფორმატის ფარგლებში ყველას აქვს შესაძლებლობა საკუთარი იდეები, მოსაზრებები, პოზიციები დააფიქსიროს – იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება

ჩვენი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს – ფორმატის ფარგლებში, ყველას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი იდეები, მოსაზრებები, პოზიციები დააფიქსიროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის ნაბიჯებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია.
„ჩვენ მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც დამტკიცდა ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ. ზუსტად იმ გრაფიკთ და ნაბიჯებით ვმოქმედებთ, რომელიც იქ არის გაწერილი. დღეს ჩვენ გვექნება შეხვედრა სწორედ იმ სამუშაო ფორმატში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ამ საკითხების განხილვაში როგორც ოპოზიცია, ისე სამოქალაქო სექტორი იქნება ჩართული. ჩვენი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს, განსაკუთრებით ვფოკუსირდებით იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია. მე იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება. ისევე როგორც 12 ნაბიჯთან დაკავშირებით, დღესაც ეს არის ისეთი ფორმატი, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი იდეები, მოსაზრებები, პოზიციები დააფიქსიროს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ