კობერიძე: მოლაპარაკებები გრძელდება გვარამიასთან – დავაახლოვეთ პოზიციები
იყო დიალოგი [ნიკა გვარამიასთან], უფრო მეტად ახლოვდება ჩვენი პოზიციები ერთმანეთთან. გვარამიამაც ახსენა რამდენიმე ეთერში, რომ მას ელენესთან [ხოშტარია] და ზურასთან [ჯაფარიძე] წარმოუდგენია ერთად საქმის კეთება. მთავარი რაც არის, რაც გვაახლოებს ყველაზე მეტად, ეს არის ამბიცია. ამ კონკრეტულ პოლიტიკურ არჩევნებზე, გვაქვს ამბიცია, რომ ქართული ოცნება დავამარცხოთ. [...] ნიკაც უფრო მეტად მემარჯვენე ფიქრის ადამიანია, მეტად ავტონომიურია და საუბრების დროს ძალიან დავაახლოვეთ ჩვენი იდეები, ამიტომ მოლაპარაკებები ამ წამსაც გრძელდება და როგორ დამთავრდება, რთული სათქმელია.
თქვა ფორმულას ეთერში გირჩი – მეტი თავისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ.
მთავარი არხის დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ 15 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ "მომხრეა ფართო პოლიტიკური გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის".
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.