უკრაინაში ომი გრძელდება – ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 79 საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინაში ომი გრძელდება – ბოლო 24 საათის განმავლობაში 79 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
ომში მყოფი ქვეყანა ოკუპანტთა იერიშებს აღმოსავლეთის ფრონტზე იგერიებს. სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის 100-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ტრადიციულად, ყოველდღიური მიმართვა გაავრცელა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუსულ აქტივებზე ისაუბრა.
“ამ თვეში ჩვენ კიდევ უფრო მივუახლოვდით გადაწყვეტილებას, რომელიც გვჭირდება და რომელიც იქნება სამართლიანი. რუსეთის ყველა აქტივი, რომელიც სხვადასხვა იურისდიქციაშია და გაყინულია, უნდა მუშაობდეს რუსული აგრესიისგან დასაცავად. უნდა მოხდეს მათი კონფისკაცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება არსებითად მომზადდეს უახლოეს მომავალში და რა თქმა უნდა, სანქციები. საჭიროა ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი. ჩვენ ვამზადებთ ახალ ნაბიჯებს, რათა შევზღუდოთ რუსეთი სანქციების გვერდის ავლისგან. რუსეთზე ზეწოლა მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია, უკრაინისადმი დახმარება კი სიცოცხლის დაცვაა. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და შრომობს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ხალხისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა