კიევზე თავდასხმის გამო გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

კიევზე თავდასხმის გამო გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას.
მედიასაშუალება წერს, რომ, როგორც მოსალოდნელია, კელინთან შეხვედრას უწყების მაღალჩინოსნები გამართავენ და არა – მინისტრები.
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 17 და დაშავდა ათობით ადამიანი. მსხვერპლთა შორის ოთხი ბავშვია.
რუსეთის იერიშის შედეგად კიევში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და საბავშვო ბაღები. ერთ-ერთი კორპუსი ნაწილობრივ დანგრეულია.
ასევე, ზიანი მიადგა უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის შენობას, ბრიტანული საბჭოსა და „რადიო თავისუფლების“ ოფისებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის დედაქალაქზე იერიშის გამო ევროკავშირმა ბრიუსელში რუსეთის ელჩი გამოიძახა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.