ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობის დაზიანების გამო, ბრიუსელში რუსეთის დროებითი რწმუნებული დაიბარეს

კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობის დაზიანების გამო, ბრიუსელში რუსეთის დროებითი რწმუნებული დაიბარეს

კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობის დაზიანების გამო, ბრიუსელში რუსეთის დროებითი რწმუნებული დაიბარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარ პრესსპიკერზე, ანიტა ჰიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვადასტურებ, რომ ჩვენ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დავიბარეთ. შეხვედრა დღეს გაიმართება“, - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
მისი თქმით, „თავდასხმის სამიზნე არცერთი დიპლომატიური მისია არ უნდა გახდეს“.
ამასთან, Sky News-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, მას შემდეგ, რაც რუსული ძალების მიერ ღამით განხორციელებული იერიშების შედეგად კიევში მდებარე ბრიტანეთის საბჭოს შენობა დაზიანდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.