ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვედეთის საგარეო უწყებამ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმების გამო, რუსეთის ელჩი დაიბარა

შვედეთის საგარეო უწყებამ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმების გამო, რუსეთის ელჩი დაიბარა

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტოკჰოლმში რუსეთის ელჩი უწყებაში დაიბარა, - ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ელჩი დაიბარეს იმისათვის, რომ შვედეთს მკაფიო პოზიცია გამოეხატა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების წინააღმდეგ.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 28 აგვისტოს თავდასხმების დროს ასევე დაზიანდა ევროკავშირის დელეგაციისა და ბრიტანეთის საბჭოს ოფისები.
„შეხვედრაზე რუსეთის ელჩს კიდევ ერთხელ გაუმეორეს, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.