არქივი29 აპრილი, 2025, 18:08
კეროლაინ ლევიტი - დონალდ ტრამპის მიერ გაცემული და შესრულებული დაპირებების მე-100 დღეა, ეს ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტობის ყველაზე ისტორიული დასაწყისია

ეს ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტობის ყველაზე ისტორიული დასაწყისია, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს, ოფიციალურად, პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაცემული და შესრულებული დაპირებების მე-100 დღეა. ეს ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტობის ყველაზე ისტორიული დასაწყისია“, - განაცხადა ლევიტმა.
მისი თქმით, ამერიკელი ხალხი დონალდ ტრამპს ენდობა.
„მას შემდეგ, რაც პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მსოფლიოში საუკეთესო ეკონომიკა ააშენა, პრეზიდენტი ტრამპი ამას ხელახლა აკეთებს“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.